თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV, V, VI სემესტრის დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
 - დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;
 - დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
 - დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
 - დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის მიერ.
 
სავალდებულო დოკუმენტაცია:
დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge-
(ა/წ 11.11 – 19.11) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
 - ავტობიოგრაფია (CV);
 - სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო –კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით). კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმო-დგენა არ არის სავალდებულო;
 - სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
 - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
 - ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
 
მარეგულირებელი დოკუმენტი: დეკანის ბრძანება